დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული ქალწულის, მთვარე კი კომუნიკაბელური და გონებამახვილი ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
კარმული გამოცდის დღეა, როცა სამყარო თითოეულის სიმტკიცეს და ნებისყოფას, გეგმებისა და სურვილების ერთგულებას გამოცდის.
არ აჰყვეთ პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია.
აუცილებლად ბოლომდე მიიყვანეთ დღეს დაწყებული საქმე, რადგან გადადებით მხოლოდ პრობლემებს შეიქმნით.
პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ძველი უსიამოვნებების გახსენება და პარტნიორის დადანაშაულება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, სწავლისა და ცოდნის გასაღრმავებლად, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად, საოფისე და საკანცელარიო ნივთების, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, გამოფენებისა და პრეზენტაციების მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, ძველი შეთანხმებების, მოლაპარაკებების გადახედვისა და კომპრომისული გადაწყვეტილებების მისაღებად.
ჯანმრთელობა – მოერიდეთ უჰაერო სივრცეს და სიმძიმის აწევას, ძილის წინ ინფორმაციის მიღებას და გონების ზედმეტად გადატვირთვას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ცისფერი, იისფერი, კრემისფერი, ნაცრისფერი და ნარინჯისფერი, ასევე აკვამარინი, გიაცინტი, ტოპაზი, ლაბრადორი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს, მორიელს და თევზებს.
