LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააკაშვილი ამბობს, რომ მისამართი გაასწორეთ, გზები არ აგერიოთ, ვინმე პარტიიდან გასვლას და ახალი პარტიის გაკეთებას თუ აპირებს, კონკრეტულ ბედს გაიზიარებსო” – ხაბეიშვილი

სააკაშვილი ამბობს, რომ მისამართი გაასწორეთ, გზები არ აგერიოთ, ვინმე პარტიიდან გასვლას და ახალი პარტიის გაკეთებას თუ აპირებს, კონკრეტულ ბედს გაიზიარებსო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ფორმულას” ეთერში განაცხადა.

„პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია სააკაშვილი. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ყველა თემაზე, რომელიც ეხება საქართველოს მოქალაქეს, მათ ინტერესებს.

ცხადია, უყურებს პრეზიდენტი სააკაშვილი სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერის განცხადებებს, მათ შორის იმ ადამიანების, რომლებიც რამდენიმე კვირის ან თვის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით საუბრობდნენ და დღეს მათი პირადი პოზიცია აბსოლუტურად აცდენილია ჩვენი ქვეყნის მოქალაქის ინტერესებს.

გარკვეული ადამიანების ინტერესი არის აბსოლუტურად სხვა, ჩვენდა სამწუხაროდ. ამიტომ, მე მგონი, ამას ის ადამიანები მიიღებენ, ვინც სხვადასხვა ეთერს და დროს იყენებენ იმისთვის, რომ ლანძღონ „ნაციონალური მოძრაობა“.

ყველა ჯერზე ხედავს პრეზიდენტი სააკაშვილი, კონკრეტული ადამიანები ლანძღავენ მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“. მანდ შავით თეთრზე წერია, რომ მისამართი უნდა გაასწოროთ, ჩვენთვის დასამარცხებელი მთავარი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი, „რუსული ოცნება“ და, შესაბამისად, გზები არ უნდა აგერიოთ, ვინმე თუ აპირებს პარტიიდან გასვლას და სხვა პარტიის გაკეთებას, მოგიწევთ კონკრეტული ბედის გაზიარება.

არ მინდა, მე სახელის და გვარების დასახელება, არ არის ჩემს ინტერესში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს „ნაციონალური მოძრობის“ წევრებს მიმართა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს, როგორც ბოკერია“.

„ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს, როგორც ბოკერია“ – მიხეილ სააკაშვილი

„ვინც მიშას გზას გაჰყვება, დაამთავრებს, როგორც მიშა“ – მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გიგა ბოკერიას შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი პასუხობს