LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი – ღარიბაშვილის მიერ ბორელთან საერთო ბრიფინგის დროს გაკეთებული განცხადების შინაარსი შემდეგია: „რუსეთის დავალებით ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენციას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება.

ჯოზეფ ბორელი – 12 პრიორიტეტის შესრულება ბრიუსელში ხალხის გასაბედნიერებლად კი არა, საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად არის საჭირო

“ევროკავშირის კარი ღიაა და გვინდა ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ.. სიმართლე რომ გითხრათ, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო არის გასაკეთებელი” – ჯოზეფ ბორელი

„ჩვენთან არსებობს მრავალპარტიული პარლამენტი, გვაქვს თავისუფალი მედია – ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, მაგრამ ჩვენს ნებასა და სურვილზე არ არის დამოკიდებული“ – პრემიერმა ჯოზეფ ბორელთან ერთად პრესკონფერენცია გამართა

როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, „ღარიბაშვილის მიერ ბორელთან საერთო ბრიფინგის დროს გაკეთებული განცხადების შინაარსი არის შემდეგი: რუსეთის დავალებით ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“.

„პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გურიაში სტიქიის დროს დაღუპულების ოჯახის წევრებს.

ღარიბაშვილის მიერ ბორელთან საერთო ბრიფინგის დროს გაკეთებული განცხადების შინაარსი არის შემდეგი: „რუსეთის დავალებით ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“.

მიზანი ზუსტად ესაა: მან და მისმა შვილმა კერძო თვითმფრინავით იფრინონ ამერიკულ უნივერსიტეტებში და დანარჩენ ქართველ ახალგაზრდებს ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა სრულად შეუზღუდოს.

ალტერნატივაც უკვე შემოგვთავაზეს  – რუსულ უნივერსიტეტებში ქართველებისთვის სწავლა უფასო გახდა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გურიაში სტიქიის დროს დაღუპულების ოჯახის წევრებს.

ღარიბაშვილის მიერ ბორელთან…

Posted by Mikheil Saakashvili on Friday, 8 September 2023