LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედა და მამა 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად გარე სამყაროს მოწყდნენ“ – ადგილობრივი ლანჩხუთის სოფლიდან ვიდეოს ავრცელებს

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი არჩეულიდან, ადგილობრივი სტიქიის შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ხიდის უქონლობის გამო მისი ოჯახი გარე სამყაროს მოწყდა.

„ზუსტად 3 წლის უკან ხიდი წყალმა წაიღო. ჩემი ოჯახი მეზობლის ეზოდან სარგებლობდა და ვსარგებლობდით ყველა, ახლა მეზობლის ხიდიც წაიღო.

ვიდეო: „ამ ეზოში გავათევინო ღამე ჩემს 3 წლის ბავშვს? იქნებ გვიშველოთ, ორი დღე კიდე უნდა იწვიმოს“ – მოქალაქე სტიქიის ზონიდან დახმარებას ითხოვს

„წუხელ უკეთ მივხვდი რას განიცდიდნენ შოვის ხალხი, გავრბოდი და გზა არ იყო, ბავშვს სიცივისგან აკანკალებდა, ჩემ ლოგინში მინდა მეძინებაო“

გარე სამყაროს მოწყდა ჩემი დედ-მამა 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. რა ქნას ჩემმა ოჯახმა პასუხი არის რომ ხიდი ჯდება ძვირი და ვერ აკეთებენ.

აბა ვიფრინოთ მდინარეზე? ეს არის არჩეული. მადლობა ყურადღებისთვის“. – წერს ადგილობრივი, ქეთო ჭანტურია.

 

ზუსტად 3 წლის უკან ხიდი წაიღო წყალმა.
მეზობლის ეზოდან სარგებლოდა ჩემი ოჯახი და ვსარგებლობდით ყველა.
ახლა მეზობლის ხიდიც წაიღო???
გარესამყაროს მოწყდა ჩემი დედ-მამა 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. რაქნას ჩემმა ოჯახმა პასუხი არის რომ ხიდი ჯდება ძვირი და ვერ აკეთებენ.
აბაა ვიფრინოთ მდინარეზე???
ეს არის სოფ: არჩეული
მადლობა ყურადღებისთვის????

Posted by ქეთო ჭანტურია on Friday, 8 September 2023

 

ეგახსენებთ, რომ გურიაში სტიქიამ ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა. სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

გურიის გუბერნატორის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ეტაპზე სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა არ დგას.

განახლებულ ინფორმაციას გურიის სტიქიის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მითითებულ → ბმულზე