მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 02:21-დან 09:20 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
გაიხსენეთ და კარგად გაიაზრეთ წარსული, განსაკუთრებით გაზაფხულსა და ზაფხულში მომხდარი მოვლენები, რადგან სწორედ ახლა მოიმკით მათ შედეგებს.
თავი შეიკავეთ სპონტანურად მოქმედებისა და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისგან.
არ ღირს იმ დაპირებების გაცემა, რომელთა შესრულება მომავალში გაგიჭირდებათ.
ყურადღებით შეისწავლეთ დოკუმენტები ხელმოწერამდე, რადგან მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა.
არ აჰყვეთ ემოციებს, ენდეთ ინტუიციას და იმოქმედეთ მხოლოდ მასზე დაყრდნობით.
დეტალურად დაამუშავეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან სწორედ ასე შეძლებთ კითხვებზე პასუხების მიღებას და იმ პრობლემების აღმოჩენას, რომელთაც თქვენი განვითარება შეაფერხეს.
პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს უმიზეზოდ გაბრაზება და გაბუტვა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, ოჯახური წვეულების მოწყობისა და ნათესავებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად, ანტიკვარული და ხელნაკეთი ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა ხერხემლის და სახსრების, მუხლების და კბილების სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით, უცხიმო თევზით და ხორცით. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე აქატი, მარჯანი, რაუხტოპაზი, გიაცინტი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.
