LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველას ვისაც არ ასვენებს ცდუნება რამე დააბრალოს ამ გაუტეხელ ქართველს ვურჩევ, კარგად დაუფიქრდეს თავის გეგმებს“ – მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ყველას ვისაც არ ასვენებს ცდუნება რამე დააბრალოს ნიკა გვარამიას, რომელიც გაუტეხელი ქართველია, ურჩევს კარგად დაუფიქრდეს თავის გეგმებს“.

როგორც ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, „სამიზნე უნდა გასწორდეს რუსულ რეჟიმზე და ძალაც და გამარჯვებების რეცეპტიც ერთობაშია“.

„ნიკა გვარამია ჩემი ახლო მეგობარია.

მაგრამ ამასაც თავი რომ გავანებოთ, ის თუ როგორ შექმნა მან უნიკალური გუნდი, თუ როგორ გაუძლო ამ გუნდმა მათი სახლის – რუსთავი 2-ის რეიდერულ წართმევას და ურთულეს პირობებში ჩამოაყალიბა ახალი ტელევიზია, თავისთავად არის გმირობა.

მისი ტყვეობა ამ გმირობის კულმინაცია იყო.

ვფიქრობ, მთავარი გმირობები ნიკას წინ აქვს და ჩვენ მის მშობლიურ სოხუმში აუცილებლად აღვნიშნავთ საქართველოს გამთლიანებასა და ძალიან დიდ წარმატებებს.

ყველას ვისაც არ ასვენებს ცდუნება რამე დააბრალოს ამ გაუტეხელ ქართველს ვურჩევ, კარგად დაუფიქრდეს თავის გეგმებს.

კიდევ ერთხელ ვამბობ – სამიზნე უნდა გასწორდეს რუსულ რეჟიმზე.

ძალაც და გამარჯვებების რეცეპტიც ერთობაშია!“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

ნიკა გვარამია ჩემი ახლო მეგობარია.
მაგრამ ამასაც თავი რომ გვანებოთ, ის თუ როგორ შექმნა მან უნიკალური გუნდი, თუ როგორ…

Posted by Mikheil Saakashvili on Friday, 8 September 2023