იმოქმედეთ მხოლოდ ინტუიციაზე დაყრდნობით, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას.
ყურადღებით შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი ხელმოწერამდე, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა.
პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და მზრუნველობა პარტნიორის მიმართ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, ანტიკვარული და თვითნაკეთი ნივთების შესაძენად, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, ვარჯიშისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა ხერხემლის და სახსრების, მუხლების და კბილების სამკურნალოდ. მოერიდეთ ზედმეტი საკვების მიღებას, რადგან ორგანიზმი თვითგანწმენდის რეჟიმზეა გადასული. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარჯანი, მარგალიტი, ზურმუხტი, აქატი, ოპალი და მალაქიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანსა და მერწყულს.
