თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რომელიც გურიაში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა მედიასთან განაცხადა, რომ სტიქიის პირველივე წუთებიდან ყველა შესაბამისი უწყება იყო მობილიზებული, სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.
“მინდა, ვუთხრა გურიას, გურულებს, ჩვენ არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ, ყოველთვის ექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
„ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს. გურიაში სტიქიის სახით დიდი უბედურება მოხდა. პირველივე წუთებიდან, როგორც ლანჩხუთის, ისე ოზურგეთის ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული. დღესაც გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები. ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
ვიდეო: „მდინარემ მანქანიანად წამიღო 200 მეტრზე..“ – რას ჰყვება გურიაში სტიქიას გადარჩენილი მოქალაქე
