გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მდინარე მაგანას წყალშემკრები აუზი ვერტმფრენის საშუალებით დაათვალიერეს. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დათვალიერებისას მდინარის აუზზე, მის შენაკადებსა და არსებულ ფერდობებზე მეწყრულ-გარავიტაციული პროცესების ჩასახვა გააქტიურების კვალი არ ფიქსირდება. ასევე, აღინიშნა, რომ უშუალოდ მდინარის კალაპიტში ნაკადის შეგუბების კვალი არ არის. ინფორმაციას რადიო “ათინათი” ავრცელებს.
სპეციალისტების განმარტებით – მდინარის დონის კლება გამოწვეული უნდა იყოს სეზონური წყალმცირობით. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე საშიშროების რისკი მინიმალურია.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები მესტიაჭალას ხეობაში მდინარის ნაკადის კლების გამო ტერიტორიის შეწავლას ითხოვდნენ.
ხეობის დათვალიერების შემდეგ სპეციალისტები განმარტავენ, რომ ტერიტორიაზე საფრთხე არ არის.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მდინარის ნაკადის შემცირებას ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებდა.
