LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანკარას შეუძლია, ევროკავშირს დაშორდეს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანკარას შეუძლია, ევროკავშირს დაშორდეს.

ამის შესახებ ერდოღანმა მედიასთან აშშ-ში გამზგავრებამდე საუბრისას განაცხადა.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ევროკავშირი ნაბიჯებს დგამს თურქეთისგან დისტანცირებისთვის.

„ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს შეფასებას ამ მოვლენების გათვალისწინებით. ამ შეფასებების შემდეგ, თუ საჭირო იქნება, ჩვენ შეგვიძლია, დავშორდეთ ევროკავშირს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.