LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის დირექტულობა ხელს შეუწყობს გეგმებისა და იდეების რეალიზაციას. საგრძნობლად მოიმატებს ურთიერთგაგება, ბევრად მარტივი გახდება საერთო ენისა და კონსენსუსის მოძიება.

აქტიურად მოქმედების დღეა, ამიტომ არ ღირს გაზარმაცება და დღეს შესასრულებელი საქმის ხვალისთვის გადადება. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს და ფულის უყაირათოდ ხარჯვას. თავი შეიკავეთ საკუთარ გეგმებზე ხმამაღლა საუბრისგან, რადგან ბევრი ეცდება თქვენთვის ხელის შეშლას.

პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა პრობლემური და საკამათო საკითხების განხილვისა და გადაჭრისთვის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ფლირტისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, სამკაულის და ძვირფასი ნივთების, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ზედმეტი სითხის და ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ფირუზი და საფირონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და ლომისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, ქალწულს და თხის რქას.