სატელევიზიო გადაცემის „ჩვენი შოუ“ ახალი სეზონის პირველი გადაცემა ეთერში უკვე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ გადაცემაში გაჟღერებულ სიმღერას „მიტომ მიყვარს ქუთაისი“, რომელსაც გადაცემის წამყვანები სტუმრებთან ერთად გიტარის თანმხლებით ასრულებენ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„ნამდვილი ქართული ჰანგები“, „საოცარი ჰარმონიაა“, „ქუთაისში სულ სხვაგვარად მღერიან“, – უწერენ კომენტარებში მაყურებლები.
