LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე – ბიძინა ივანიშვილს არანაირი კავშირი არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს არანაირი კავშირი არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან და არც პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.

„როდესაც გინდათ ამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაშია და ის მართავს პოლიტიკურ პროცესებს, როდესაც გაწყობთ და თქვენთვის არის მისაღები, მაშინ ამბობთ, რომ ის შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს. ამ ადამიანმა მაშინ, როდესაც საჭირო იყო გააკეთა განცხადება პოლიტიკიდან გასვლასთან დაკავშირებით. მას შემდეგ მას არანაირი კავშირი არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან. რა თქმა უნდა, ის სარგებლობს ძალიან დიდი ავტორიტეტით ჩვენ მოსახლეობაში, რადგან უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ქველმოქმედების სახით და დღესაც რა თქმა უნდა, ასეთი პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება, რომელსაც „ქართუ ფონდი“ და ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ახორციელებს. შესაბამისად, განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ის აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე“, – განაცხადა კალაძემ.