LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი ჩარტერზე: „არც ერთი თეთრი ბიუჯეტიდან არ დახარჯულა – მადლობა ღმერთს, მაქვს შეძლებული ოჯახი, არასდროს ვიყავი გაჭირვებული“

„არც ერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან. მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს. მადლობა ღმერთს, მე მაქვს, შეძლებული ოჯახი. არასდროს ვიყავი გაჭირვებული,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და აღნიშნულით აშშ-ში შვილის სასწავლებლად ჩარტერით გამგზავრებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც მანვე აღნიშნა, არასდროს უსარგებლია ბიუჯეტით და არ დაუფინანსებია პირადი თუ ოჯახის მგზავრობა.

ვოლსკი: „გიული ალასანიას ტანსაცმლის ერთი „გარდერობი“ რომ შეკრიბოთ, მისი ბრენდები, შეიძლება, იმ ხარჯს გადააჭარბოს, რაც ღარიბაშვილის ოჯახმა გასწია“

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ჩარტერის ფული მამას მიზანმიმართულად გადაახდევინა, რათა „ქართულ ოცნებასა“ და წინა ხელისუფლებას შორის კონტრასტი წარმოეჩინა“:

„მანამდე არ მქონია საუბარი, არ ვთვლიდი საჭიროდ ამ თემაზე ღიად მესაუბრა, უბრალოდ, იმდენად პირადი საკითხია, მე არასოდეს, ხაზგასმით აღვნიშნავ, არასოდეს მისარგებლია ბიუჯეტით და არ დამიფინანსებია ჩემი პირადი ან ჩემი ოჯახის რაღაც, იქნება ეს მგზავრობა თუ სხვა.

არცერთი თეთრი ბიუჯეტიდან არც ჩემს მგზავრობაში, არც ჩემი ოჯახის წევრების მგზავრობაში, რ დახარჯულა, განსხვავებით თქვენი ბელადი სააკაშვილისგან.

ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 000 ევრო პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა

„საწყის ეტაპზე, დავალების მიცემის მომენტში, ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სახსრებიდან“ - ამბობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი.

შეგნებულად, მიზანმიმართულად გავაკეთე ეს, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს, იმის საჩვენებლად, რომ კიდევ ერთხელ წარმომეჩინა კონტრასტი და განსხვავება ჩვენი ხელწერის

რომ ჩვენ არასდროს ვიყენებთ ბიუჯეტს, როგორც პირადი ოჯახის ბიუჯეტს და მეჩვენებინა მეორე უკიდურესობა, რაც იყო 10 წლის გამეფებული აქ, როდესაც საკუთარი პირადი მიზნებისთვის მილიონობით ლარს ხარჯავდა სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა.

ირაკლი კობახიძე: პრემიერს არაფერი დასამალი არ აქვს – ყველაფერი არის სუფთად, იმ პარტიის ბელადისგან განსხვავებით, რომელიც ამ თემით სპეკულირებს

მაქვს, მადლობა ღმერთს, შეძლებული ოჯახი. მე არასდროს ვიყავი გაჭირვებული, მას შემდეგ რაც დავამთავრე უნივერსიტეტი და პოლიტიკამდეც მე ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან და ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს.

ჩემი ოჯახი არასდროს ყოფილა გაჭირვებული, ამ თემაზე ძალიან მერიდება საუბარი, მაგრამ რადგან მისვამთ კითხვას, გპასუხობთ“. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„პირადად მიხეილ სააკაშვილი ხარჯავდა ბიუჯეტიდან თანხებს საყვარლებისთვის, შვილების სწავლის დაფინანსებისთვის, ბოლო პერიოდში კი გამოიკვეთა, რომ თანხა მის ფრენებზეც არის დახარჯული“ – კალაძე