LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მდგომარეობა უცვლელია, ისევ მძიმედაა“ – ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი კვლავ რეანიმაციაში იმყოფება 

ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი, რომელმაც დანაშაულის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

„მდგომარეობა უცვლელია, ისევ მძიმედაა,“ – განუცხადეს „ფორტუნას“ ხეჩინაშვილის კლინიკაში.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს, დოლიძის ქუჩაზე, მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.

ბრალდებული პოლიციელია.

დოლიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს .

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ:

„მკვლელობას თვითმხილველი ჰყავს, რომელიც მხოლოდ იმიტომ გადარჩა რომ აბაზანაში ჩაიკეტა“ – დოლიძეზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები

პოლიციელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, 2018 წელს სამსახურიდან გვყავდა დათხოვილი – გახარია პარლამენტში გამოდიოდა, როცა მისი მხრიდან სამართალდარღვევის შესახებ გავიგეთ და მოხსნა – ნათია მეზვრიშვილი

2018 წლის ივლისში დათხოვნილ იქნა სამინისტროს რიგებიდან, თუმცა იმავე წლის ნოემბრის თვეში, მისივე მინისტრობის დროს, მოხდა გ.ქ.-ს სამსახურში ხელახალი მიღება – შსს გახარიას პარტიის წარმომადგენლებს პასუხობს