LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნინიას დაბადებამდე მქონდა ღრმა დეპრესია, ბედნიერებას ვეღარსად ვპოულობდი, სამსახურიც აღარ მინდოდა, მისი გაჩენის შემდეგ, ბოლო 10-12 წელია რომ არ მქონია, ისეთი ხალისი დამიბრუნდა“ – ინგა გრიგოლია

ტელეწამყვანმა, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემაში „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ ბებიობის შესახებ ისაუბრა. როგორც ინგა გრიგოლიამ აღნიშნა, შვილიშვილის დაბადებამდე მან ურთულესი პერიოდი გაიარა ცხოვრებაში, რაც ღრმა დეპრესიით გამოიხატებოდა. ჟურნალისტის თქმით, მიზეზი ჭარბი წონა იყო, რის გამოც მას სამსახურის მიტოვებაც ჰქონდა გადაწყვეტილი.

„ნინიას დაბადებამდე ძალიან ცუდი პერიოდი მქონდა, რაღაც დეპრესიული, ჩემი თავი აღარ მომწონდა, ჰორმონალურ მკურნალობაზე ვიყავი, წარმოუდგენლად დასიებული. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წელიწად-ნახევარი თითქმის საჭმელი არ მიჭამია და ვერ დავიკელი, ღრმა დეპრესიაში ვიყავი.

„ბებიობის შემდეგ, მივხვდი რომ სიახლეები მჭირდებოდა, წავედი და კუჭის ოპერაცია გავიკეთე, დავიწყე ზრუნვა ვიზუალზე, მინდოდა ენერგია მეტი მქონოდა” – ინგა გრიგოლია

ჩემს შემთხვევაში ეს იყო წარმოუდგენელი ტრაგედია, ეთერში რომ ზიხარ და ეუბნები, გვერდიდან არ გამომაჩინო, ახლო კადრი არ აიღო.. სამსახურიც აღარ მინდოდა, ვეღარც ბედნიერებას ვპოულობდი ვერც ჩემს პროფესიაში და ვერც ყოველდღიურობაში.

ბავშვი რომ დაიბადა და პირველად დავინახე, უცებ, მივხვდი რომ ჩემს შვილს ვჭირდები, მართლა რადიკალურად შევცვალე ყველაფერი“, – ამბობს ინგა გრიგოლია.

 

“ნინიას დაბადებამდე მქონდა ღრმა დეპრესია”, – ინგა გრიგოლია.

“ნინიას დაბადებამდე მქონდა ღრმა დეპრესია, ბედნიერებას ვეღარსად ვპოულობდი, სამსახურიც აღარ მინდოდა. მისი გაჩენის შემდეგ, ბოლო 10-12 წელია რომ არ მქონია, ისეთი ხალისი დამიბრუნდა”, – ინგა გრიგოლია (სრული ვიდეო).

⭐️ დაუმეგობრდით ნანუკას Instagram-ზე:
https://instagram.com/nanukashow
? ნანუკას ?????? გვერდი:

@nanukashow

Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani’s Show on Wednesday, 27 September 2023

 

„ბებია გავხდი და ცოტა შოკშიც ვარ.. ჩემი ახალი წელი და ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა“ – ინგა გრიგოლია

როგორი სიდედრია ინგა გრიგოლია – მარიამ გრიგოლიას ინტერვიუ