სინგაპურში ავტომობილის ფლობის სერტიფიკატის ფასი რეკორდულ 146 000 დოლარამდე გაიზარდა, საუბარი დიდ ოჯახურ ავტომობილზეა.
მსგავსი ლიცენზიების ფლობის სისტემა სინგაპურში 10 წელია მოქმედებს და სერტიფიკატის მოქმედების ვადა 10 წელია. ასეთ სერტიფიკატებს ორ კვირაში ერთხელ აუქციონებზე ყიდიან და მთავრობა მათ რაოდენობას მკაცრად აკონტროლებს. ბუნებრივია, პატარა ზომის ავტომობილებისთვის სხვა სახის სერტიფიკატია საჭირო და ღირებულებაც ნაკლებია.
სინგაპურის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ამიტომ მთავრობა ყველა გზას მიმართავს რომ ადგილობრივებს კერძო ავტომობილზე უარი ათქმევინოს.
აღსანიშნავია, რომ ქალაქში რომლის მოსახლეობაც 5,5 მილიონია – მხოლოდ 1 მილიონამდე კერძო მანქანაა რეგისტრირებული.
