LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარშავაში ძველ ავტომობილებს აღარ შეუშვებენ

პოლონეთის დედაქალაქში ძველი მანქანით შესვლა იკრძალება და შეზღუდვა ძალაში მომავალი წლიდან შევა.

ვარშავის ხელისუფლებას სურს, რომ ქალაქი „ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ზონად“ გადააქციოს.

2024 წლიდან ვარშავაში აიკრძალება ისეთი ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც წლების წინაა გამოშვებული და სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ბენზინის ძრავას მქონე ავტომობილებისთვის დაშვებული მაქსიმალური ვადა – 26 წელია, ხოლო დიზელის ძრავიანებისთვის 17 წელი. სიახლე ვარშავას მოსახლეობის მფლობელობაში არსებულ ავტომობილთა 2%-ს შეეხება.

სტანდარტების გადახედვა ყოველ 2 წელში იგეგმება. მთავრობის მიზანი 2032 წლისთვის ვარშავის მავნე გამონაბოლქვისგან გასუფთავებაა. ადგილობრივები ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებით დიდად კმაყოფილები ვერ დარჩნენ.