LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაგვტოვა „ცეკვის მაესტრომ“ – ცნობილი ქორეოგრაფი ემირ ნადარეიშვილი გარდაიცვალა

ცნობილი ქორეოგრაფი ემირ ნადარეიშვილი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი“ ავრცელებს.

„მიდიან ამაგდარი ადამიანები… ადამიანები, რომელთა ცხოვრება და ღვაწლი გულზე ნაჭდევად დააჩნდება ზუგდიდს.

დაგვტოვა „ცეკვის მაესტრომ“ , ბატონმა ემირ ნადარეიშვილმა, დაბადებით არაზუგდიდელმა, მაგრამ ღვაწლით დიდმა ზუგდიდელმა, მრავალი თაობის აღმზრდელმა…

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ,,ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დამსახურებული ქორეოგრაფის, ღირსების ორდენის კავალერის, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის რაინდის ორდენოსანის, ქორეოგრაფიულ ანსამბლ „კოლხას“ სამხატვრო ხელმძღვანელის – ემირ ნადარეიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს,“ – აღნიშნულია ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის განცხადებაში.