დღე გეომაგნიტურია, რაც მეტ პრობლემებს უქმნის ადამიანთა გულსისხლძარღვოვან სისტემას, ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ, შესაძლოა, გახდეს მიზეზი – თავის ტკივილების, უგუნებობის, წნევასთან დაკავშირებული პრობლემების, ამიტომ, აკონტროლეთ წნევა, თუ აუცილებლობა იქნება, გამოიყენეთ წამლის პროფილაქტიკა და, შეძლებისდაგვარად, მეტად დაასვენეთ თავი. დღეიდან, 22 ოქტომბრის ჩათვლით, ინტელექტისა და კომუნიკაციების პლანეტა, მერკური გადაინაცვლებს სასწორში. დღეს ფინანსური მაქინაციებისა და ტყუილების ალბათობა მოიმატებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე
კარგი დღეა ვაჭრობისთვის, კულინარიისთვის, სასამართლო პროცესების დასაწყებად, მცენარეების დარგვა-გადარგვისთვის. რთული დღეა ქორწინებისთვის, სახლის რემონტისა და მშენებლობის დასაწყებად, ბინის შესაცვლელად, სესხის ასაღებად.
ჯანმრთელობა
ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი. ოპერაციები, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა ამ ორგანოებზე არ არის სასურველი. კარგია დღეს სახსრების, მუხლებისა და ხერხემლის მკურნალობა.
დღის ფერები და მინერალები მინერალებიდან გამოიყენეთ ზურმუხტი, აქატი, ოპალი, რაუხტოპაზი და მარჯანი. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს.
ფერებიდან ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ თეთრს, მწვანეს, იისფერს, ცისფერსა და ვერცხლისფერს. ისინი მეტად გააძლიერებენ თქვენ მიზიდულობას და შარმს.
სიზმრები – დღევანდელი სიზმრები შემდგომ ახდებიან.
ზოდიაქოს ნიშნები – დადებითია დღეა მორიელის, თხის რქასა და თევზებისათვის, ნეგატიურია ვერძის, ტყუპებისა და მერწყულთათვის, დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე საშუალოდ წარმატებულია.
