LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ომის მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა

ისრაელის უსაფრთხოების შტაბი ოფიციალურად ადასტურებს, რომ ისრაელი ომის მდგომარეობაშია და მას შეუძლია “მნიშვნელოვანი სამხედრო აქტივობების” გატარება. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

უსაფრთხოების კაბინეტმა ომის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება ისრაელის ძირითადი კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად იქნა მიღებული.

ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასმა“ ბოლო ათწლეულის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის თავდასხმა განახორციელა. მათ შორის ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლით; ასევე მებრძოლების შეტევით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით. ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 500, დაშავებულია 2000-ზე მეტი ადამიანი.  „ჰამასმა“ მძევლად აიყვანა მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები.

თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღაზაში 313 პალესტინელი დაიღუპა და 1900-ზე მეტი დაიჭრა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ „მტერი ისეთ საფასურს გადაიხდის, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ აქვს“.