LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

გეომაგნიტურია დღეა, ამიტომ ყურადღება აუცილებლად მიაქციეთ წნევას. თუ რაიმე პრობლემამ იჩინა თავი, მიიღეთ შესაბამისი წამლები და დაისვენეთ.

გაუფრთხილდით პარტნიორულ ურთიერთობებს. ურთიერთობებში თავისუფლების, საკუთარი სივრცის არსებობის სურვილი მოიმატებს. ხასიათში აკონტროლეთ გადამეტებული პატივმოყვარეობა, ეგოიზმი, სულსწრაფობა, პრეტენზიულობა.  კრიტიკულად, გვერდიდან შეხედეთ საკუთარ თავს. საიდუმლოს გახსნის დროა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – პოზიტიური დღეა ტანსაცმლის, პარფიუმერიის, კოსმეტიკის, საჩუქრების შესაძენად, მეგობრული კონტაქტებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებებისათვის, საბავშვო ზეიმების მოწყობისთვის, მშენებლობის დაწყებისთვის, თმის შეჭრისთვის, მარცვლეულის აღებისთვის, ნიადაგის გაწმენდისთვის, ღებვისთვის.

დღეს არ ვარგა ბინის შეცვლა, ყურების გახვრეტა, ნიშნობა, ქორწინება, ცხოველებით ვაჭრობა, ფინანსური გარიგებების მოწყობა.

ჯანმრთელობა – ენერგიის დაკარგვამ, შესაძლოა, რომ მოთენთილობა გამოიწვიოს. შეიძლება, გამწვავდეს ქრონიკული დაავადებები. სუსტდება გულსისხლძარღვთა სისტემა, ხერხემალი.

მოერიდეთ აბაზანას, სოლარიუმს, საუნას, ფიზიკურ-ემოციურ გადაღლას, სიმძიმეების აწევას. გაუფრთხილდით გულს და ხერხემალს.

დღეს შედეგიანია თვალების, ნერვული სისტემის მკურნალობა.

საკვებ რაციონში ნუ შეიტანთ ხორცს, თევზეულს და რძის ნაწარმს, რადგან ეს პროდუქტები ჯანმრთელობაზე კარგად არ იმოქმედებს.

 დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ სასიკეთო კოსმოსურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შანსებს.

ფერებიდან პრიორიტეტი მიანიჭეთ წითელ, ყვითელ, ნარინჯისფერ, ბეჟ, ლურჯ ტონებს. ეს ფერები თქვენს მიზიდულობას და შარმს გააძლიერებენ.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიურია ვერძებისთვის და ტყუპებისთვის. ნეგატიურია ქალწულის და მორიელის ნიშანთათვის. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის წარმატების კუთხით საშუალოა.