LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ჟვანია: ისრაელში მყოფი, საქართველოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩაინიშნა დამატებითი რეისი

ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს, რომ „ისრაელში მყოფი და საქართველოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 11 ოქტომბერს 11:40 სთ-ზე ჩაინიშნა“.

მისი განცხადებით, მოთხოვნასთან ერთად, შესაძლებელი იქნება დამატებით სხვა რეისის ჩანიშვნაც.

„ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა, ამ მძიმე ვითარებაში საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ“ – სალომე ზურაბიშვილი

„ისრაელში მყოფი და საქართველოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 11 ოქტომბერს 11:40 სთ-ზე ჩაინიშნა “საქართველოს ავიახაზების” დამატებითი რეისი თბილისის მიმართულებით. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტით. მოთხოვნასთან ერთად, შესაძლებელი იქნება დამატებით სხვა რეისის ჩანიშვნაც. მადლობა ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს და ჩვენს მეგობარ Miri Regev מירי רגב-ს საქართველოს მთავრობის თხოვნის დროულად დაკმაყოფილებისთვის“, – წერს ჟვანია.

 

ისრაელში მყოფი და საქართველოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 11 ოქტომბერს 11:40 სთ-ზე ჩაინიშნა…Posted by Ambassador Lasha Zhvania on Monday, 9 October 2023