LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, დიდ სინაგოგასთან ისრაელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თბილისში, დიდ სინაგოგასთან ისრაელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

აქციაზე შეკრებილებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ისრაელში, საომარი მოქმედებების ზონაში მყოფ ადამიანებს და დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სინაგოგასთან ყვავილები მიიტანეს. შესრულდა ისრაელისა და საქართველოს ჰიმნები.

სოლიდარობის აქციაზე აღნიშნეს, რომ ტერორიზმმა არ უნდა გაიმარჯვოს. შეკრებაზე მივიდა საქართველოში ისრაელის ელჩიც. მან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს განცხადებით, საქართველოს მხარდაჭერა უნიკალურია. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ტერორიზმის აღმოსაფხვრელად.