LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში მკვლელობა მოხდა

მარნეულის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მას მეჩეთის მახლობლად ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.  ამის  შესახებ ინფორმაცია „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ამ დროისთვის მომხდარის შესახებ  სხვა დეტალები უცნობია.  მეტი დეტალის გაგებას „ფორტუნა“ შსს-სთან ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.