LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს კი პირველი სურათი გაქრისტიანებულ მარიამთან ” – სალომე ზურაბიშვილი შვილიშვილის ნათლობიდან კადრებს ავრცელებს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვაჟის, თეიმურაზ გორჯესტანის ქალიშვილი მარიამი გაქრისტიანდა.

ნათლობის ფოტო და ვიდეო კადრები სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“ეს კი პირველი სურათი გაქრისტიანებულ  მარიამთან”, – დაწერა ფეისბუქის პირად გვერდზე პრეზიდენტმა.

მარიამის ნათლობა წმინდა ნინოს ეკლესიაში გაიმართა.

ცნობისთვის, თეიმურაზ გორჯესტანს ფრანგი  მეუღლე ჰყავს. მათ ჯვარი 2018 წელს ყაზბეგში დაიწერეს.