LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე რესპუბლიკის მოედანზე კლასიკური ავტომობილების გამოფენაზე შვილებთან ერთად მივიდა

თბილისის მერიის მხარდაჭერით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე კლასიკური ავტომობილების გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე 150 რეტრო მანქანაა წარმოდგენილი.

ღონისძიებას შვილთან ერთად დაესწრო თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე შვილებთან ერთად მივიდა. ფოტოები სოციალურ ქსელში თავად მერმა გამოაქვეყნა.

ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე და თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე.

„საქართველოში ძალიან უყვართ ავტომობილები, განსაკუთრებით კი კლასიკური ავტომობილები. დედაქალაქის მერია მხარს უჭერს აღნიშნულ პროექტს. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გაიზარდა ისტორიული ავტომობილების რაოდენობა. დღევანდელი ღონისძიებაც ამაზე მეტყველებს. დღეისთვის 250 ადამიანი არის გაწევრიანებული აღნიშნულ კლუბში. ჩვენი მხრივ, ხელს შევუწყობთ ასეთი პროექტების განხორციელებას, რომ ამ მიმართულებით მეტი ადამიანი იყოს დაინტერესებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.