LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

„ფორტუნა“ მეტი დეტალის გარკვევას შსს-თან ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.