პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც საუბრობს: თუ რა განსხვავებაა კონგრესსა და საქართველოს პარლამენტს შორის.
„ახლა ვიმყოფებით კონგრესში და პატარა დეტალები მინდა გითხრათ.. აქ ნებისმიერ მოქალაქეს, ყოველგვარი საშვების გარეშე შეუძლია შემოვიდეს და მიაკითხოს ნებისმიერ დეპუტატს თავის ოფისში, ეს არის ნამდვილი დემოკრატია..
საქართველოს პარლამენტში, როცა მე იქ ვიყავი, წარმოუდგენელი იყო თავისუფლად მოქალაქეების შესვლა..
სანამ ხელისუფლება არ იქნება ხალხთან და არ იქნება ღია, ჩვენთან წინსვლა არ იქნება,“ – ამბობს ხაზარაძე.
