LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არაჩვეულებრივია! გული ამიჩუყდა“, „კარგი სმენით და ქართული იავნანით“, „გაიზარდოს საამაყო და ბედნიერი“ – პრეზიდენტი შვილიშვილის, პატარა მარიამის ნამღერს გვიზიარებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შვილიშვილის ნამღერს გვიზიარებს.

პრეზიდენტი მარიამის ვიდეოს, სადაც პატარა გოგონა იავნანას ქართულად ასრულებს, სოციალურ ქსელში აქვეყნებს და უამრავ კომპლიმენტს იღებს.

„გაიზარდოს საამაყო და ბედნიერი“

„რა კარგი სმენა აქვს მარიამს!“

„სმენა აქვს და რაც მთავარია ქართულად მღერის, გაიზარდე პატარა“

„რა არაჩვეულებრივია!!! გული ამიჩუყდა“

„საყვარელი მარიამი, კარგი სმენით და ქართული იავნანით“ – უწერენ პრეზიდენტს.