LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება საახალწლო სოფელი – რა კადრებს ავრცელებს დედაქალაქის მერი

თბილისში საახალწლო სამზადისია. დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი დილიდან სტუმრებს მასპინძლობს. დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით, დაგეგმილია არაერთი გასართობი და კულტურული აქტივობა.

ტერიტორიაზე მოწყობილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზრობა, ყინულის საციგურაო მოედანი, ატრაქციონები.

დღის მეორე ნახევრიდან კი, სპეციალურად მოწყობილ სცენა მუსიკალური ბენდები და ქართული ესტრადის მომღერლებმა დაიკავეს.

საახალწლო სოფლიდან კადრებს კახა კალაძე სოციალურ ქსელში აზიარებს.