LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია აბაშაში მსხვერპლით დასრულდა, არიან დაშავებულებიც

ავტოსაგზაო შემთხვევას აბაშის სოფელ მარანში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი უცხოეთის მოქალაქეა. ასევე, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და მინივენი შეეჯახა, რომელსაც უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.