საღონისძიებო სივრცე Lisi Event Hall, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ მდებარეობს, უკვე ერთი წელია, რაც ათასობით სტუმარს მასპინძლობს.
„ლისი ივენთ ჰოლის“ დახვეწილი დიზაინი აერთიანებს როგორც ევროპულ, ასევე ტრადიციულ სტილს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ხედი თბილისზე და გრანდიოზული ტერასა.
მულტიფუნქციური სივრცე 2000-მდე სტუმარს იტევს. მან უკვე უამრავ მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლა.
„ლისი ივენთ ჰოლი“ ნებისმიერი სახის ღონისძიებას სრულად აორგანიზებს, იქნება ეს ქორწილი, კორპორაციული წვეულება თუ მასშტაბური კონცერტი.
გამორჩეულია საღონისძიებო სივრცის საუნდი და განათება, ასევე, უგემრიელესი კერძები და დახვეწილი მენიუ.
ახალი წლის პირველ დღეს „ლისი ივენთ ჰოლში“ მისულ სტუმარს დაუვიწყარი საღამო ელოდება. დავით გომართელი და ანსამბლი შვიდკაცა ქართული სიმღერის ნამდვილ დღესასწაულზე გეპატიჟებიან.
საღამოს სპეციალური სტუმარი კი TONY T & Alba CRAS გახლავთ, რომელიც მსოფლიო ჰიტებს შეასრულებს, საღამოს დასასრულს კი ელექტრონული მუსიკის სამყაროში გვამოგზაურებს.
შვიდ იანვარს „ლისი ივენთ ჰოლში“ ყველსათვის საყვარელი, გამორჩეული ნატო გელაშვილი და ჭოხოები (გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები) ზუკა ხუციშვილის ბენდთან ერთად დაუვიწყარ საღამოს გვპირდებიან. გაჟღერდება ძველი და ახალი, სპეციალურად „ლისი ივენთ ჰოლისთვის“ შექმნილი სიმღერები.
2024 წელი „ლისი ივენთ ჰოლთან“ ერთად კიდევ უფრო საინტერესო და განსხვავებული იქნება.

(R)
