ბათუმში 30 წლის არჩილ პაქსაძეს უკვე მეოთხე დღეა ეძებენ.
ამის თაობაზე „ფორტუნას“ მამაკაცის ნათესავმა განუცხადა.
არჩილ პაქსაძე სახლიდან ორშაბათს, საღამოს 8 საათზე გავიდა, მოგვიანებით, დედას დაურეკა და გამოემშვიდობა.
მისმა ბიძაშვილმა „ფორტუნასთან“ საუბრისას თქვა, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას მაშინვე აცნობეს.
შეგახსენებთ, თუ კი ფოტოზე აღნიშნულ ადამიანს სადმე შენიშნავთ, უნდა დარეკოთ მითითებულ ნომერზე: 558 24 04 04
