25 წლის მასწავლებელი, რომელიც ქალაქიდან მაღალმთიან აჭარაში გადავიდა საცხოვრებლად – ლუიზა შანიძე, რომელიც სოფელ ღორჯომის გორგაძეების სკოლაში ქართული ენასა და ლიტერატურას ასწავლის თავის ისტორიას „დილა მშვიდობისა საქართველოს“ რუბრიკაში ჰყვება.
„17 წლის ასაკში გადავწყვიტე მასწავლებელი გავმხდარიყავი და უკვე ვიცოდი სადაც უნდა მესწავლებინა. ეს სურვილი წელს განვახორციელე – დამიკავშირდა ღორჯომის საჯარო სკოლა და ერთ მშვენიერ დღეს აქ გადმოვედი.
დავიწყე მოღვაწეობა, ბავშვებისთვის ჩემი ცოდნის გაზიარება. მინდა, რომ მაღალ მთიან რეგიონებში ბავშვებმა ისეთივე განათლება მიიღონ, როგორც ქალაქში.
მინდა ბავშვებს ვასწავლო როგორ უნდა გადავჭრათ პრობლემები, როგორ გვიყვარდეს ერთმანეთი.
იმედი მაქვს, რომ მე მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალე, თუმცა მათ უფრო შეცვალეს ჩემი ცხოვრება.
იმდენად დიდი სიყვარულია, რომ შეუძლებელია აქ თავი ბედნიერად არ იგრძნო, მე აქ ვიპოვე ის ბედნიერება, რაც მაქვს,“ – ამბობს ლუიზა შანიძე.
