LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში მკვლელობა მოხდა

საგარეჯოში მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, ცივი იარაღით მოკლულია 31 წლის კაცი.

შემთხვევა სოფელ მანავში მოხდა.

ადგილობრივების თქმით, პირმა მისივე საცხოვრებელ სახლში სტუმრად მისულ თანასოფლელს ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

ახალგაზრდა მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.