LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვსურს კონფლიქტის დასრულება და რაც შეიძლება სწრაფად, მხოლოდ, ჩვენი პირობებით.. ჩვენ არ გვაქვს სურვილი გაუთავებლად ვიბრძოლოთ“, – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთსაც სურს უკრაინაში კონფლიქტის დასრულება, ოღონდ საკუთარი პირობებით.

„ჩვენ ასევე გვსურს კონფლიქტის დასრულება. და რაც შეიძლება სწრაფად. მხოლოდ ჩვენი პირობებით. ჩვენ არ გვაქვს სურვილი გაუთავებლად ვიბრძოლოთ. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი პოზიციების დათმობას”, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთის მოწინააღმდეგე დასავლეთია, რომელიც საკუთარ პრობლემებს უკრაინის დახმარებით აგვარებს.

„საქმე იმაში კი არ არის, რომ ისინი ჩვენს მოწინააღმდეგეს ეხმარებიან, არამედ ისინი ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან. ისინი საკუთარ პრობლემებს მათი ხელით აგვარებენ, საქმე ამაშია“, – განაცხადა პუტინმა.