LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Revolver-მა წლის საუკეთესო როკ-სიმღერების ხუთეული დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა Revolver წლის საუკეთესო როკ-სიმღერების ხუთეული დაასახელა. აღსანიშნავია, რომ კომპოზიციების ხუთეული გამოკითხვის შედეგად შედგა.

მეხუთე ადგილზე Metallica-ს Inamorata გავიდა. 11-წუთიანი კომპოზიცია ჯგუფის ბოლო ალბომში 72 Seasons შედის.

Metallica-მ 7-წლიანი პაუზის შემდეგ ახალი ალბომი გამოუშვა

მეოთხეზე შვედური ჯგუფის Orbit Culture-ის კომპოზიცია From the Inside დასახელდა. მესამე ადგილი ჯგუფმა Spiritbox სიმღერით Jaded დაიკავა, მეორეზე კი Avenged Sevenfold-ის კომპოზიცია Cosmic გავიდა.

და ბოლოს, „წლის საუკეთესო სიმღერად“ გამოცემამ ინგლისური ბენდის, Sleep Token-ის ტრეკი Take me Back to Eden დაასახელა.