LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-სამტრედიის გზაზე – დაშავდა რამდენიმე ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისი-სამტრედიის გზაზე.

აეროპორტის მიმდებარედ მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა.

მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.