LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როგორც ბავშვს ვერ მისცემ ასანთს, იმიტომ რომ უბედურებას დამართებს თავსაც და სახლსაც, ისე სალომე ზურაბიშვილს ვერ მისცემ ტრიბუნას.. რამდენჯერაც გამოვიდა რაღაცა უბედურებები უთხრა საზოგადოებას“ – გურამ მაჭარაშვილი

„როგორც ბავშვს ვერ მისცემ ასანთს, იმიტომ რომ რაღაცა უბედურებას დამართებს თავსაც და სახლსაც, ისე სალომე ზურაბიშვილს ვერ მისცემ ტრიბუნას,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

„რამდენჯერაც ტრიბუნასთან დადგა, იმდენჯერ რაღაცა უბედურებები უთხრა საზოგადოებას. როცა გამოდის ან უნდა აგინოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ან შეურაცხყოფა მიაყენოს საზოგადოებას თავისივე ამომრჩეველს.

 

❗ როგორც ბავშვს ვერ მისცემ ასანთს, იმიტომ რომ რაღაცა უბედურებას დამართებს თავსაც და სახლსაც, ისე სალომე ზურაბიშვილს ვერ მისცემ ტრიბუნას
? გურამ მაჭარაშვილი

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ოთხშაბათი, 03 იანვარი, 2024

 

სხვაგვარად ამ ადამიანს არ შეუძლია, ჩვენ სად გვაქვს იმის რესურსი, რომ ასეთი ტიპის ადამიანებს ჩვენ თვითონ შევუწყოთ ხელი და მივცეთ ასანთი, მერე ის აანთოს თავის თავსაც უბედურება დამართოს და ქვეყანასაც,“ – ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

„რომ არა „ქართული ოცნება“, 1%-იც არ იყო გაპრეზიდენტების შანსი“ – მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე

„პრეზიდენტი რატომ არ იყო ტრიბუნაზე? – ეს არის ევროპული პრინციპების საწინააღმდეგო“ – სალომე ზურაბიშვილის ძმა

„მადლობები არ მჭირდება, ამ მხიარულებას ვერავინ ვერაფრით შემიცვლის“ – სალომე ზურაბიშვილი