LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება“ – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

3-5 იანვარს საქართველოში (ძირითადად, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება. უახლოესი დღეების ამიდნის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

„მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.