LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მეგრელებისთვის სტუმართმოყვარეობა უძველესი და გამორჩეული თვისება იყო“ – ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა მეგრელებზე მოგვითხრობენ

ირაკლი მაქაცარიამ და ლიზა ჩიჩუამ მეგრელების შესახებ ისაუბრეს.

ცნობილმა წყვილმა მეგრელების თავაზიანობასა და სტუმართმოყვარეობაზე გააკეთეს აქცენტი.

ვიდეოს ნოე სულაბერიძე გვიზიარებს.

ლიზა ჩიჩუა: იტალიელმა მისიონერებმა თავიანთ აღწერილობებში განსაკუთრებული ადგილი დაუთმეს მეგრულ თავაზიანობას.

აქაური ქართველები მისალმებისას მუხლს იდრეკდნენ, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით მოიკითხავდნენ ერთმანეთს…

ირაკლი მაქაცარია: იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი, რომელიც სამეგრელოში რამდენიმე ათეული წელი ცხოვრობდა, წერდა: „სამეგრელოში შობის დღე რომ თენდება, ყველანი საუკეთესო სამოსს ჩაიცვამენ და თავის დროზე ეკლესიაში წავლენ, წირვას რომ მოისმენენ, შინ დაბრუნებულები მიუსხდებიან სუფრას, რათა ეს დიდებული დღე აღნიშნონ“.