LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არა მარტო ანკორა, მისი სიმღერა „ჯელატო ჩოკოლატო“ რამდენჯერმე ჟღერს ჩემთან სახლში, იმიტომ, რომ ჩემი 3 წლის შვილის საყვარელი სიმღერაა“ – რაზე ილაპარაკა სოფო ნიჟარაძემ ქართულ-იტალიურ ტელეკომპანიის ეთერში

„მინდა პატივისცემა გამოვხატო კრისტიანო მანჯოლიოს შემოქმედების მიმართ“, – ამის შესახებ სოფო ნიჟარაძემ ქართულ-იტალიურ ტელეკომპანია KN TV-სთვის – სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ის საოცარი და გამორჩეული ადამიანია.

„არა მარტო ანკორა, მისი სიმღერა „ჯელატო ჩოკოლატო“ რამდენჯერმე ჟღერს ჩემთან სახლში, იმიტომ, რომ ჩემი 3 წლის შვილის საყვარელი სიმღერაა.

რაც შეეხება სიმღერის იდეას, ჩემი ბავშვობის მეგობარი მარიამი სულ მეუბნებოდა, როდესაც ამ სიმღერას ვისმენ შენი ხმით წარმომიდგენიაო“, – ამბობს სოფო ნიჟარაძე.

კითხვაზე, აპირებს თუ არა სოფო ნიჟარაძე იტალიაში ჩამოსვლას? მომღერალი პირდაპირ ეთერში პასუხობს, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე აუცილებლად ჩავა.

როგორ აღმოაჩინა სოფო ნიჟარაძე ცნობილმა იტალიელმა პროდიუსერმა კრისტიანო მარჯიოლიომ