ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჰაკათონი „ხელოვნური ინტელექტი და განათლება“ გაიმართება, რომლის საპრიზო ფონდიც 20 000 ლარს შეადგენს.
ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე პირს საქართველოს ნებისმიერი უნივერსიტეტიდან. ჰაკათონში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ გუნდთან ერთად (მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 4 ადამიანი).
ჰაკათონის გამარჯვებული 16 თებერვალს გამოვლინდება.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 18 იანვარი.
რეგისტრაცია შესაძლებელია აქ.

