სამართალდამცველებმა დააკავეს კაცი, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში ძაღლი იარაღით დაჭრა. ამის შესახებ „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
