გოგო, რომელმაც მარნეულში მცხოვრები ძალადობის მსხვერპლი ძაღლი შეიფარა – ტასო ლოსაბერიძე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სიუჟეტში.
ტასომ ძაღლი მარნეულიდან წამოიყვანა და ახლა ის „დუსკას“ სოციალიზაციაში ეხმარება.
„როდესაც მისი ფსიქიკა რეაბილიტაციას გაივლის აუცილებლად გახდება მეგობრული.
პირველად სოციალურ ქსელში დაიდო ვიდეო, წავედით მარნეულში, იმ ადამიანს ჰყავდა მეორე ძაღლიც აშკარად ამ ძაღლზეც მიდიოდა ძალადობა..
იმ საღამოს ძაღლი გამოვიყვანეთ პოლიციასთან ერთად და ასე მოხვდა „დუსკა“ ჩემთამ.
მეორე დღიდანვე დაგვანახა, რომ აქვს ნდობა..
არ არსებობს ისეთი დონის აგრესიული ძაღლი, რომ მისი გამოსწორება არ შეგვეძლოს.. თუ ძაღლს დაანახებ რომ კარგ გარემოშია.
მყავს რამდენიმე ძაღლი შეფარებული, ყველა ჩემი ძაღლი არის გადარჩენილი,“ – ამბობს ტასო.
