LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში ავარიას 70 წლის ქალი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში მსხვერპლით დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ TV მონიტორინგი ავრცელებს.

შემთხვევა გუშინ, დევნილების დასახლებაში მოხდა. გარდაცვლილი 70 წლის ქალია, რომელსაც მანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ქუჩაში, გზაზე გადადიოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.