LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი ბათუმში – ღია ცის ქვეშ 2 ოჯახის 10 წევრი დარჩა

ბათუმში ბესიკის ქუჩაზე ხანძარი იყო. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. შემთხვევის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ერთ-ერთი შენობიდან მაშველებმა გამოიყვანეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის შედეგად ღია ცის ქვეშ 2 ოჯახის 10 წევრი დარჩა. დაზარალებული ოჯახები მერიამ დროებით სასტუმროში გადაიყვანა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახის დასახმარებლად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა შესაბამისი სახსრები.