LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ჩემი კინო მაქვს“ – რას პასუხობს შორენა ბეგაშვილი ბოიფრენდზე დასმულ კითხვებს და რატომ არ მოეწონა მსახიობს მალდივები

მსახიობი შორენა ბეგაშვილი გამომწერების კითხვებს პასუხობს.

კითხვაზე – კინოში ან სერიალში არ გამოჩნდებით? შორენა პასუხობს: „მე ჩემი კინო მაქვს“.

-ძალიან მომენატრა თქვენი გამოჩენა გადაცემებში, იმედია, დაბრუნდებით.

-და აი, რა. ვიარო გადაცემებში და მერე ვიკითხო კომენტარებში, როგორი მახინჯი ვარ, ცოტა მომწყინდა.

-მალდივებზე ვაპირებ წასვლას და ღირს, თუ დუბაი ჯობია?

-სულ წვიმს მალდივებზე, ვერ გავუგე. საჭმელიც დიდი არაფერი, თუმცა საოცარი სილამაზეა.

-კაცს როგორ უნდა მოვანდომოთ, რომ ჩვენზე იზრუნოს? ეს ეტაპი როგორ იწყება?

-კაცი ან ზრუნავს, ან არა, ვერ ასწავლი, ვერ მოანდომებ.

– ძალიან მაინტერესებს სიმაღლე და წონა, ულამაზესი ხარ.

-სიმაღლე 1.68, წონა 68 -70. ისეთი გამხდარი, როგორც ადრე ვიყავი, აღარ ვარ.

ყველაზე მეტი კითხვა ბოიფრენდზეა, წერს შორენა და რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს, მაგრამ რჩეულის სახე შავი გულით არის დაფარული.