LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თურქიშ ეარლაინსისა” და „ფორტუნას” ერთობლივი კონკურსი

ინფორმაცია კონკურსის შესახებ:

  • „ფორტუნას” და „თურქიშ ეარლაინსის” თანამშრომლობით იმართება საჯარო კონკურსი დედის დღესთან 03 მარტთან დაკავშირებით.
  • კონკურსის მთავარი პრიზია ორმხრივი ავიაბილეთი ევროპის მიმართულებით ემიგრანტი დედის ან შვილის მოსანახულებლად.
  • კონკურსს ჰყავს ერთი გამარჯვებული.
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა გამოგზავნოთ შევსებული აპლიკაცია და თქვენი პირადი ემოციური ისტორია ემიგრაციის შესახებ.

 

კონკურსის ეტაპები და ვადები:

  • კონკურსანტმა უნდა გაიაროს 3 ეტაპი.
  • 1-ელი ეტაპი – შემოსული ისტორიების გადარჩევა
  • მე-2 ეტაპი – გადარჩეული საუკეთესო ისტორიების საჯაროდ ფორტუნას და არ დაიდარდოს ფეისბუქ გვერდზე განთავსება მოწონებების და გაზიარების მოსაპოვებლად
  • მე-3 ეტაპი – შერჩეული საუკეთესო 20 კონკურსანტიდან რომლის საჯაროდ გამოქვეყნებულ ისტორიასაც ყველაზე მეტი ჩართულობა ექნება, კომისიის მიერ 1 გამარჯვებულის გამოვლენა.
  • 2024 წლის 03 მარტს გამოვლინდება კონკურსის გამარჯვებული.
  • ნებისმიერ პირს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კონკურსანტების შეფასებაში სოციალურ გვერდებზე განთავსებულ საჯარო პოსტებზე ჩართულობით.
  • ორგანიზატორი და გამარჯვებული პირი შეთანხმდებიან, როდის გაემგზავრება ემიგრაციაში მყოფ ოჯახის წევრთან გამარჯვებული კონკურსანტი, სადაც მას გაჰყვება ორგანიზატორის გადამღები ჯგუფი და მოამზადებს სიუჟეტს.

 

კონკურსის პირობები:

იმისთვის რომ აპლიკანტმა მონაწილეობა მიიღოოს კონკურსში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • მისი ოჯახის წევრი(დედა) ან შვილი უნდა იყოს ემიგრანტი(ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში)
  • უნდა წარმოადგინოს მისი ემოციური და საინტერესო ისტორია
  • შეავსოს აპლიკაცია და დაეთანხმოს კონკურსის წესებსა და პირობებს

 

 

*თანახმა ვარ მონაწილეობა მივიღო ფორტუნას და თურქიშ ეარლაინსის მიერ გამოცხადებულ დედის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში.

*თანახმა ვარ ჩემი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის და გასაჯაროვდეს ჩემი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, სახელი, გვარი, ფოტოსურათი, მონაწილეობა მივიღო  ვიდეო სიუჟეტში, გასაჯაროვდეს ჩემი ისტორია.

*აპლიკაციის გამოგზავნით ვადასტურებ და ვეთანხმები კონკურსის ყველა იმ პირობას და წესს, რომელსაც კომპანია მთავაზობს. ჩემს მიერ აპლიკაციის გამოგზავნა ნიშნავს/უტოლდება ჩემს ხელმოწერას/თანხმობას.

*ვადასტურებ, რომ არ მაქვს საემიგრაციო/საზღვრის კვეთის დარღვევა არცერთი სახელმწიფოს საზღვარზე.

*ვადასტურებ, რომ მაქვს ვადიანი პასპორტი, რომლითაც შევძლებ გამგზავრებას და ვადასტურებ, რომ მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში 2024 წლის 03 მარტს მომიწევს გამგზავრება გადამღებ ჯგუფთან ერთად.

*კონკურსის ორგანიზატორი არ იღებს პასუხისმგებლობას პირის საზღვარზე შეშვებასთან დაკავშირებით, რადგან ის ვერ გასცემს გარანტიას უცხო ქვეყნის მესაზღვრის ქმედებაზე.

*კონკურსის ორგანიზატორი არ იღებს რაიმე ტიპის პასუხისმგებლობას, გამგზავრებისას ან/და საზღვარგარეთ ყოფნის დროს: პირის ჯანმრთელობასთან, უსაფრთხოებასთან, გადაადგილებასთან, დაბრუნებასთან, სიცოცხლესთან დაკავშირებით, ქვეყანაში დარჩენასთან, კვების ხარჯებთან,(გარდა საუზმისა) დაზღვევასთან და ა.შ დაკავშირებულ საკითხებზე.

*კონკურსის ორგანიზატორი არ იღებს პასუხისმგებლობას სოციალურ ქსელში კონკურსანტის მიმართ  მიღებულ გამოხმაურებაზე, კონკურსანტების შესახებ პოსტები იქნება საჯარო.